ოზურგეთში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების იერსახის განახლება დაიწყო. საწყის ეტაპზე, მოწესრიგდება ჭავჭავაძის, ფარნავაზ მეფისა და დოლიძის ქუჩების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. კორპუსების განახლების პროგრამის ფარგლებში ჯამში 1 366 136 ლარი დაიხარჯება.
“როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, დავიწყეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების იერსახის განახლება. დღეს, მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განვახორციელებთ. მრავალბინიანი კორპუსების განახლების პროექტი ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და 8 პუნქტიანი გეგმის ნაწილი იყო,”- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)