დღეს ოზურგეთში უამრავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მოეწყო საახალწლო სოფელი. იყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა, ყიდვა-გაყიდვა. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების მანქანა. ღონისძიებები 16:00 საათზე დაიწყო. კონცერტის წამყვანი ყველასთვის ცნობილი – დუტა სხირტლაძე იყო. ბავშვებისთვის ჩატარდა სხვადასხვა თამაში, ასევე, სანტაკლაუსებმა გაახარეს პატარები და საჩუქრები დაურიგეს. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ სანტასთან და მის მეგობრებთან – პანდასთან და თოვლის დედოფალთან – გადაეღოთ ფოტოები. ანსამბლმა “გურიამ” რამდენიმე ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულა. ასევე, მუსიკალური სტუდიის “არტ ჯუნიორის” წევრმა ახალგაზრდებმა შეასრულეს რამდენიმე სიმღერა. 19:00 საათზე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მიმართა იქ მყოფ საზოგადოებას. მერმა ხალხს მიულოცა დამდეგი 2022 წელი, ამასთან, საზემოდ აანთო ნაძვის ხე.
ავტორი: გუგა ლომაძე