ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ავტოპარკის განახლების პრეზენტაცია გაიმართა. ახალი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები ცენტრის გურიის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებს, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონულ სამმართველოებს გადაეცათ.
უწყების ინფორმაციით, ავტოპარკის განახლება რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების ოპერატიულობასა და მობილობას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას ოზურგეთში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ასევე პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტოპარკის განახლების პროცესი გაგრძელდება და ჯამში ცენტრის 9 რეგიონულ განყოფილებასა და სამმართველოს მოიცავს.


































































