ამ წუთებში, ოზურგეთის ცენტრალურ სივრცეში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან, დიდი რაოდენობით ხალხმა მოიყარა თავი. აქ არის ყველა თაობის ადამიანი, ოჯახები იმყოფებიან შვილებით.
_მოგესალმებით. უბრწყინვალესი დღეა, ჩემს სიყვარულთ, ზაქარია მირიანაშვილთან ერთად მოგესალმებით. ერთი წლის წინ დავიწერეთ ჯვარი და ერთად მივუძღვებით ამ გზას, _ ამბობს ოზურგეთის მკვიდრი თამუნა ლურსმანაშვილი.
მზია ცეცხლაძე, ბიძინა მეგრელიშვილი, ცოლ-ქმარი: აქ ერტად მოვედით. ჩვენთვის უმთავრესია ოჯახის სიწმინდე, ენა მამული, სარწმუნოება. გვყავს ორი შვილი: გიორგი და დავითი. ბედნიერებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს.
მაყვალა დარჩია: ოჯახი,სიწმინდე, მშობლების სიყვარული. ათი წელია, ეს დღე დაწესდა. ოჯახია სახელმწიფოს არსებობის გარანტი. ყველას გილოცავთ ამ დღეს.
ნაზი დოლიძე, ოზურგეთის მკვიდრი: ოთხი შვილი და შვილიშვილები მყავს. დიდი ხანია, ,ეს დღე დაწესდა, თუმცა დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მტკიცე, სიყვარულით სავსე ოჯხებს ვუსურვებ ქვეყანას.
_სულით დ გულით მინდა, საქართველოს კი არა, მსოფლიოს მივულოცო ეს დღე, ჩემს მეუღლესთან ერთად, – ამბობს მსახიობი ჯემალ კეჭაყმაძე.
სასულიერო პირების და მრევლის მსვლელობა მოეწყო ტაძრიდან ქალაქის სივრცეში, სადაც ასრულებდნენ საგალობლებს.
ავტორი