ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინის ტერიტორიაზე, უპატრონოდ მიტოვებულმა ძაღლებმა, ორი დღის განმავლობაში სამი ადამიანი დაკბინეს. „ვიდექი ჩემთვის. ძაღლი უკნიდან მომეპარა და მიკბინა. ამ ფაქტის შესახებ იმიტომ გესაუბრებით, რომ მინდა სხვებმაც გაიგონ! _ 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის ტერიტორიაზე მოხდა ეს ამბავი და ფრთხილად იყვნენ.
მე შავი ფერის დიდმა ძაღლმა მიკბინა. ვიყავი საავადმყოფოში და შესაბამისი პროცედურები ჩავიტარე. იქ მითხრეს, რომ მაგ ტერიტორიაზე, ორი დღის განმავლობაში, ჩემი ჩათვლით, სამი ადამიანი დაკბინა ძაღლმა,“ _ გვითხრა ოზურგეთში მცხოვრებმა მაია შევარდნაძემ.
ავტორი