ოზურგეთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე აინთო!
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.
მუსიკალური, თეატრალიზებული და გასართობი პროგრამის შემდეგ, ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ზვიად ბოლქვაძემ, სოფო გელოვანმა, გიორგი სუხიტაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, ანი კეკუამ და ჯგუფმა „ირიაომ“ მიიღეს.
#ახალიწლისდღეები2024 #ოზურგეთი