დღეს, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი ყველი, შეგიძლიათ, 16 ლარად იყიდოთ. ერთი ცალი სოფლის ქათმის კვერცხი კი 50-60 თეთრად.
ახალი წლისა და შობა-კალანდის დღეებში, ოზურგეთში სოფლის კვერცხისა და ყველის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია. ერთი კილოგრამი ყველი 18-20 ლარი ღირდა. ხოლო ერთი ცალი სოფლის კვერცხი 70 თეთრიდან იწყებოდა და შობის წინა დღეს, ზოგან ერთი ლარიც ღირდა.
„კი დაიკლო ცოტა, მაგრამ მაინც მწუთხეა მაი ფასი“, – ბრაზობენ გურულები. თან დასძენენ, მშრომელი კაცის ნამუშევარს ფასი უნდა ჰქონდეს. თუმცა, ბაზარზე რომ ასეთი სიძვირე არ იყოს, ქატო და სიმინდი რომ მისაღებ ფასში იყოს, ყველის და კვერცხის ფასიც დაიკლებდაო.
ავტორი