ზაფხულის სეზონთან შედარებით, ოზურგეთში ყველი გაიაფდა.
დღეს, დილიდანვე ერთი კილოგრამი ყველის ყიდვა ათ ლარად იყო შესაძლებელი. ისე კი, სხვადასხვა მარკეტებსა და მაღაზიებში თუ გარევაჭრობის ადგილებში, ერთი კილოგრამის ფასი 9-12 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ზაფხულში (ისევე, როგორც გაზაფხულზე, ერთი კილოგრამი ყველი 15-16 ლარიც კი ღირდა ზოგჯერ. უმეტესად, 13-14 ლარს აფასებდნენ.
ამიტომ მოქალაქეები ამჯობინებენ, ყველა სავაჭრო ობიექტი მოიარონ და შედარებით ნაკლებ ფასად შეიძინონ.
_ მინდა, 8 ლარად მოვახერხო შეძენა. შევინახავ, ორჯერ გამოვუცვლი წათხს და ამასობაში ახალი წელიც მოვა. საახალწლოდ, შარშანდელივით ასცილდება, ალბათ, ერთი კილოგრამის ფასი 15 ლარს, _ ღიმლით გვითხრეს ბაზარში , საოჯახო პროდუქტის შესაძენად გამოსულმა ქლბატონებმა , ნინო მუჯირმა და ლიზა ღლონტმა.
შედრებით გაიფებულია ნადუღი (ერთი კილოგრამი 3-4 ლარი ღირს) და რძე, რომლის ყიდვაც (ერთი ლიტრის) 2 ლარად არის შესაძლებელი.
ავტორი