ბოლო დღეებში, ოზურგეთის ბაზარში, ყველი საგრძნობლად გაიაფდა. უფრო მეტიც, თუ სააღდგომოდ, უფრო ადრე კი, სახალწლოდ 15-16 ლარი ღირდა ერთი კილოგრამი, ახლა შესაძლებელია, ერთი კილოგრამი 8 ლარად შეიძინო.
_თუ დილით ადრე ჩამოხვალ ქალაქში და სოფელბიდან ჩამოსულ ხალხს დახვდები, ერთ კილოგრამს 7 ლარადაც იყიდი. ძალიან იაფი არც ესაა, მაგრამ ყველის მიღებასაც რამდენი შრომა სჭირდება. ხალხმაც რა ჰქნას. ქატო და მარცვლეულიც გაიაფდა და ესეც უწყობს ხელს ამ ამბავს, – ამბობენ მომხმარებლები.
ზოგადად კი, ახლა, საგაზაფხულოდ ბევრი ფური იწველება. ბალახიც უხვადაა. მომხმარელბელთა თქმით, ესეც ხელშემწყობი პირობაა. ივნისში კი, როცა მთაში გადარეკავენ პირუტყვს, ყველის ფასი აიწევს.
_ფასის აწევა მაშინ ნახეთ, დამსვენებლები რომ ჩამოვლენ ზაფხულში. მონაგონი იქნება საახალწლო და სააღდგომო ფასები, – ამბობენ აქაურები.
ავტორი