ოზურგეთში ალ.წუწუნავას დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალის გახსნის შემდეგ მაყურებელმა რობერტ სტურუას სპექტაკლი “ვანო და ნიკო” იხილა. რომელიც ერლომ ახვლედიანის მოთხრობების მიხედვით იყო დადგმული. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ფესტივალის დამფუძნებელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ რუსთაველის თეატრს სპეციალური დიპლომი გადასცა.
შემოქმედებითი კავშირის, ” საქართველოს თეატრალური საზოგადოებას“ თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა კი რობერტ სტურუას სულხან საბა ორბელიანის სახელობის პრიზი – ქართული სცენის დესპანი გადასცა.
რობერტ სტურუამ სიტყვით გამოსვლის დროს მადლობა გადაუხადა დარბაზში მყოფ ადამიანებს და იმათ, ვინც დააჯილდოვა.
“მადლობა ასევე დედულეთს”, – თქვა მან სიტყვით გამოსვლის დროს. სტურუამ ასევე აღნიშნა, რომ არანაირი პოლიტიკა და უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო ხელოვანი ადამიანებისთვის. “რაშიც მაგრები ვართ, იმას უნდა მივხედოთ”, – აღნიშნა რობერტ სტურუამ.
“გურია ნიუსი“ ფესტივალთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას მალე შემოგთავაზებთ.
ავტორი