ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა ოზურგეთში.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო ღონისძიების მზადებისას, სცენაზე დამონტაჟებული ეკრანი წაიქცა და ერთი პირი დააზიანა. ღონისძიებაში მონაწილე პიანისტი ქალი ირინა სოლტიში დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
”პაციენტს დაზიანებული აქვს ქვედა კიდური. აღენიშნება წვივის ამოვარდნა და გოჯის მოტეხილობა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას უკვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, დადებული აქვს თაბაშირი.” – განაცხადეს ოზურგეთის კლინიკა ”მედალფაში”.
წყარო: TV გურია