ა(ა)იპ“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის მაკა ჭყონიას თქმით, ორშაბათიდან სააღმზრდელო პროცესი 41 საბავშვო ბაღში დაიწყება.
“მინდა გითხრათ, რომ ყველა პროცესი დასრულებულია და მზად ვართ ბავშვები მივიღოთ. დეზინფექცია ჩატარებულია ყველა ბაღში, მიმდინარეობს დაწმენდა-დასუფთავება. დღეიდან დაიწყო პროდუქტების მომარაგება საბავშვო ბაღებში და შესაბამისად, ორშაბათიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი“, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.
მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში 2270 ბავშვია დარეგისტრირებულია.
[sexy_author_bio]