ოზურგეთში საგზაო – ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს: სოფლების – ცხემლისხიდისა და ვაკიჯვრის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება; ხდება დაზიანებული გზების და კრიტიკული მონაკვეთების აღდგენა; სახიდე გადასასვლელებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა; სოფელ დვაბზუში და ანასეულის დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია; სოფელ სილაურში – მდინარე რობაზე ხიდის მშენებლობა.
მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
(R)