დღეს, 29 ნოემბერს, ქალაქ ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩისთვის სახელის გადარქმევისა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სანაპირო ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განკარგულება მიიღო.
_ ქალაქ ოზურგეთში მდებარე სანაპიროს ქუჩას გადაერქვას სახელი და ეწოდოს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სანაპირო ქუჩა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება, _ განაცხადა სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ.
განკარგულებას საკრებულოს წევრებმა კენჭი ერთხმად უყარეს -თავი არავის შეუკავებია.
ავტორი