ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ქუთათელაძე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ქუთათელაძე საკუთარ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა. სამართალდამცავმა მეუღლის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა, თუმცა აღნიშნულს ამ ეტაპზე არც ერთ სამართალდამცავ უწყებაში არ ადასტურებენ.
პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მიხეილ ქუთათელაძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე პირველი პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
წყარო: ambebi.ge