ოზურგეთში, სოფელ შრომაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება, _ ამის შესახებ ოზურგეთის მინიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე წერია.
“ეს ისტორიული შენობა, რომელიც საქართველოში კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია – უკვე წლებია საჭიროებდა აღდგენას და განახლებას.
ოზურგეთის სახელით, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მინისტრ თეა წულუკიანს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ ისტორიული პროექტისთვის – 2021 წლის ოქტომბერში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას, სწორედ მან გააკეთა საჯარო განცხადება, რომ სოფელ შრომის კულტურის სახლის აღდგენა მოხდებოდა.
შესაბამისი ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 140 000 ლარს შეადგენს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოხდება ფასადებისა და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია-გაწმენდა, გამაგრება, აღდგენა, რესტავრაცია, ღობის რეაბილიტაცია, ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა”. _ წერია ოზურგეთის მერიის ფეირბუქგვერდზე.