გუშინ, გვიან ღამით, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე (ბჟუჟის ხიდის სიახლოვეს) ერთ-ერთ ოჯახს ქათმები მოპარეს.
_ მთელი უბანი ქორწილში ვიყავით. ახლობელს ბედნიერების დღე ჰქონდა. შინ გვიან დავბრუნდით. შინაური ფრინველი (ქათმები) საქათმეში აღარ დაგვხვდა. რა უნდა ვქნათ? ახლა ამისთვის პოლიციაში როგორ წავიდეთ? _ თქვა დაზარალებულმა „გურია ნიუსთან“ და აღნიშნა ისიც, რომ ფრინველს ნაყიდი სიმინდით კვებავდა.
_ წინა წლებში სიმინდის ყანაც გვქონდა, თუმცა, წელს ვერ მოვახერხეთ დათესვა და ვიჭირვებდით, რომ ოჯახში შინაური ფრინველი მაინც გვყოლოდა, _ გვითხრა დაზარალებულმა.
კითხვაზე, კიდევ ხომ არ მომხდარა მსგავსი ფაქტი მათ უბანში, გვითხრეს, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ ქალბატონს ბატები მოპარეს.
დაზარალებული ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ქათმებს კლავენ და ახერხებენ რეალიზებას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ წლების წინ, არაერთხელ იყო გავრცელებული შინაური ცხოველის და ფრინველის ქურდობა. ასეთი ფაქტები ახლაც არაერთხელ ხდება. მაგალითად, ამ წლის დასაწყისში, სოფლებში, მთისპირსა და ჭანიეთში, მერი შავაძესა და მინდია შავიშვილს მეწველი ძროხები დაეკარგათ და დღემდე არ უპოვიათ.
ავტორი