ოზურგეთში ერთ კილოგრამ ხარსხიან წაბლს, (მუქი ფერის და პრიალა) ექვს ლარად იბარებენ.
_უფრო წითური ფერი რომ აქვს, ცხენისწაბლას რომ ეძახიან, 4-5 ლარი ღირს. კარგ წაბლს 6 ლარად ვიბარებთ, _ ამბობენ თხილის მიმღები ოპერატორები, რომლებმაც თხილის სეზონის მიწურულს, როგორც თავად ამბობენ, „წალზე მუშაობა დაიწყეს.“
_რად გვინდოდა, თხილის გაშენებას რომ მივაკალით თავი? წაბლი ისედაც გვქონდა. მიგვემატებინა, დაგვერგო ათიოდე ძირი, კი დავრჩებოდით მოგებული, მაგრამ ეს ვინ იცის წინასწარ? _ ასეთ საუბარს გურულებისგან ხშირად გაიგონებთ ოზურგეთის ქუჩებში.
სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, წაბლის ფასი მოიმატებს.
ავტორი