100%-იანი და 70%-იანი გრანტის მფლობელი ოზურგეთელი სტუდენტები წელსაც მიიღებენ ფულად ჯილდოს და დიპლომებს – ინფორმაცია ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ გააჟღერა დღევანდელ გამართულ სხდომაზე.
„წვერმაღალას პარკში გაიმართება წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოვების ცერემონია. 100%-იანი გრანტის მფლობელებს გადაეცემა 3000 ლარი, 70%-იანი გრანტის მფლობელები კი 1000 ლარი გადაეცემა. ხოლო სკოლებს, რომლის მოსწავლეებმა მიიღეს 100%-იანი გრანტი გადაეცამა 1500 ლარი,” – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ფულად ჯილდოს ასევე მიიღებენ ოქროს მედლის მფლობელები. თუ როდის მოხდება წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება ამ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაავრცელებს.
ავტორი