ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქუჩებზე წარწერა “თავისუფლება მიშას“ გამოჩნდა.
“გურია ნიუსი“ ამ ფაქტთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დაუკავშირდა.
დათო მჟავანაძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას თუ ვინ გააკეთა ეს წარწერები ოზურგეთის ქუჩებში.
“ჩემთვის არ არის ცნობილი თუ ვინ გააკეთა ეს წარწერები,“ – გვითხრა დათო მჟავანაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ ზის ციხეში და მისი გათავისუფლება დროულად უნდა მოხდეს.
[sexy_author_bio]