გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:
15 აპრილს ქუთაისში +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა ბათუმშიც. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. მომატებული ღრუბლიანობა +13 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს და ჰაერი დღისით +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსი. ახალციხეში წვიმს. +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში წვიმს. დღისით +10, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი.
გუდაურში დღისით 6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოშიც +5, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია თელავშიც და დღისით +17გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც მზიანი დღეა და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.