ასეთი სურათი იშვიათობა არაა ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებზე.
დილაადრიან, პირდაპირ ჭავჭავაძის ქუჩაზე, ათობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს(ძროხებს) კეთილი მურია მიერეკება. ის დიდხანს უყეფს ჭანჭყატის ბუჩქებზე „მობალახე“ ძროხებს და აიძულებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ იქაურობა.
ეს უკანასკნელნი, აქედან თეატრის მოედანზე გადიან. მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, დადგენილია ამ პირუტყვის გადამრეკავისთვის ხელფასი და სამსახური არსებობს, ( ყველას ახსოვს, სწორედ ხსენებულ საკითხზე ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოში), ეტყობა, მენახირე დილით ადრე ვერ დგება. ამასობაში კი პირუტყვი თავისას აკეთებს და მხოლოდ ჩვენი მურია ყოჩაღობს!
ეს ბომბორა, დილაობით „გურია ნიუსის“ კარებთან გვხვდება. ხშირად ვმასპინძლობთ, და ქუჩაშიც მეგობარივით მოგვყვება ხოლმე და ხედავთ, კარგ საქმეზეც.
ავტორი