ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
სხდომას 41 დეპუტატი ესწრება. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ბიუჯეტი 18 მილიონ 619 .0 არის განსაზღვრული.
აღნიშნულ ბიუჯეტს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მხარს უჭერენ. “ოცნების” სიით მესამე ნომერმა მარიკა ჩხიკვიშვილმა ენმ-ს წევრებს მიმართა _ პირველი შემთხვევაა, როცა ბიუჯეტის დამტკიცებას მხარს უჭერთ. რაზეც ბესიკ ქათამაძემ უპასუხა: დიახ, დაბა ნასაკირალში გზა დაიგება და მიხარია, წინა ხელისუფლებამ ნასაკირალის გზის პროექტი შეწყვიტა, წელს დაიგება.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტი უნდა დამტკოცდეს. ის ყველა კომისიამ განიხილა. მიგვაჩნია, რომ კენჭი უნდა ვუყაროთ. ასევე, სოციალური კომისიის თავმჯდომარემ ლელა საჯაიამ მადლობა გადაუხადა მერის მოადგილეს ირაკლი სირაძეს. “გულისხმიერებით და ზედმიწევნით დეტალურად იქნა განხილული პროექტები, ჩვენი კომისია მხარს უჭერს”, _ თქვა საჯაიამ.
ბიუჯეტის დამტკიცებას ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” ერთხმად დაუჭირა მხარი. ფრაქციის თავმჯდომარემ გელა აროშიძემ აღნიშნა, რომ ის შენიშვნები, რაც მათ ჰქონდათ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით. გათვალისწინებულია.
“ოზურგეთის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. გილოცავთ! _ აღნიშნა დავით დარჩიამ.