ამ წუთებში ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა ბეგლარ სიორიძის წარმომადგენელმა საოლქო საარჩევნო კომისიაში ავთანდილ მექვაბიშვილმა. მექვაბიშვილი #60/13 ნარუჯის უბნის ბათილად ცნობას ითხოვს.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რას ითხოვს ავთანდილ მექვაბიშვილი. #60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ საჩივარი ახალი შემოსულია.
“სამი ფურცელი არის და ვეცნობი“, _ გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.
დაბა ნარუჯაში კონსტანტინე შარაშენიძემ 80 ხმით მოუგო არჩევნები ბეგლარ სიორიძემ.