8 აპრილს, ასპინძაში, ოზურგეთის სარაგბო გუნდმა “არწივებმა” გაიმართა ბოლო ტურის მატჩი ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდს აკლდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, ამ პრინციპული მატჩში მათ მთელი ენერგია ჩადეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს _ 21:16. აღსანიშნავია ყველა მორაგბის ღირსეული თამაში.
უკვე ჩემპიონის რანგში „არწივები“ პლეიოფის მატჩში ხვდებიან თელავის „ჭადარს“. გუნდის ხელმძღვანლობის განცხადებით, “არწივებს”ამ მატჩში გამარჯვების და I ლიგაში გადასვლის რეალური შანსი აქვს.