15 ნოემბრის სარაგბო მატჩი პანდემიის გამო გადაიდო. ოზურგთში გასამართ მატჩში ერთმანეთს სარაგბო კლუბი „არწივები“ და თბილისის „დევები“ უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, თბილისურ კლუბში ინფიცირების შემთხვევის გამო, აღნიშნული მატჩი გაურკვეველი დროით გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის „არწივები“ პირველ ლიგის „ბ“ ჯგუფში ასპარეზობენ და ოთხი ტურის შემდეგ 13 ქულით (3 მოგება და ერთი მარცხი) მესამე ადგილზე იმყოფებიან.