დღეს, ადრე დილით, არც ისე ხანგრძლივი წვიმის შემდეგ, ოზურგეთის ცენტრში, ჭადრების ბაღი და კინოს წინ მდებარე ტერიტორიაზე ასეთი სურათია _ წყალს მიაქვს ნაგავი, ბოთლები, სხვადასხვა ნარჩენები. არხები გაჭედილია და წყალს არ ატარებს. ფეხით მოსიარულე მოქალაქეებს უჭირთ გავლა და შემოვლით ცდილობენ მეორე მხარეს გადასვლას. როგორც უკვე ვწერდით, გასულ კვირაში ოზურგეთში გაიფიცნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ითხოვდნენ დაგვიანებულ ხელფასს და ამბობდნენ, რომ აღარ დაასუფთავებდნენ, სანამ კუთვნილ ხელფასს არ მიიღებდნენ.
„გურია ნიუსი“ სერვისცენტრის ხელმძღვანელს, დავით ქურიძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო დავით, ოზურგეთის ცენტრი ნაგავში ტივტივებს. არხები გაჭედილია. „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაგვიანებული ხელფასის გამო, არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა და დღეს ასეთი მდგომარეობაა.
_ მითხრეს ახლა, სამსახურში ვარ და გამოვდივარ. ზუსტად არ ვიცი და რომ ვნახავ, გეტყვით. მე მგონი, ცხაურები უნდა იყოს გაჭედილი და წყალს ამიტომ არ ატარებს. გავდივარ და შემდეგ გეტყვით. დაუსუფთავებელი არ იქნება, მგონი.
_ ცხაურებში ამდენი ნაგავი საიდან მოხვდა, თუ დასუფთავებული იყო. გვეუბნებიან , რომ მეეზოვეებმა არ დაასუფთავეს აქაურობა და მცირე წვიმის მიუხედავად, ნიაღვარმა ნაგავი არხებში გაჭედა, ნაწილი კი ზევით ამოიტანა და ტერიტორიაზე გაფანტა
_ გავდივარ, მალე მეცოდინება, რა ხდება და გეტყვით, _ გვითხრა ქუტიძემ.