სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
კომპანიის ინფორმაციით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე 10 კვ ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გამოირთვება ქვესადგური „ჩოხატაური“-დან ფიდერი N5 ; ქვესადგური „სუფსა“-დან ფიდერი N1, N4; ქვესადგური „ნაგომარი“-დან ფიდერი N2; ქვესადგური „ხიდამაღალა“-დან ფიდერი N2, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩოხატაურის მომსახურეობის ცენტრის სოფელ ჩაისუბნის 200 აბონენტს, ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის სოფელ შეკვეთილისა და დაბა ურეკის ნაწილს (581 აბონენტს) და ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 1728 აბონენტს (სოფლები: ხიდმაღალა, ახალსოფელი, აკეთი, ჭანჭათი).
სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.