დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე თანამდებობიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა გაანთავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსმა“ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
“გურია ნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ თამარ დუმბაძე გათავისუფლდა მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დასკვნის საფუძველზე მძიმე დისციპლინური გადაცდომის გამო.