ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის მერიაში საჯარო აუქციონზე დაპირისპირება მოხდა. ე. წ. გმირთა მოედანზე მდებარე ჯიხურების აუქციონში გაიმარჯვა ჯემალ დარჩიამ, რასაც მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი აუქციონის კომისიის წევრებს დაუპირისპირდნენ. დავაში პოლიცია ჩაერთო და მოვაჭრეები გააძევეს.