ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ბიურო შევიდა.
სუს-ის თანამშრომლებმა მერიის საფინანსო სამსახურიდან ის დოკუმენტები წაიღეს, რომლებიც ა(ა)იპ “მერცხალის” 2018 წლის გადარიცხვებს შეეხებოდა.
საფინანსო სამსახურის უფროსის გია მამაკაიშვილის თქმით, გამომძიებლებს ყველა ის დოკუმენტი მიაწოდეს, რაც მათ აინტერესებდათ.
შეგხსენებთ, რომ სუს-მა “მერცხალის” საქმეზე გამოძიება “გურია ნიუსის” მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაიწყო.
სტატიაში, რომელსაც დოკუმენტაციაც ახლავს, საუბარია იმ კანონდარღვევებზე, რასაც ა(ა)იპ-ში ჰქონდა ადგილი.
დარღვევების არსებობა “გურია ნიუსთან” მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმაც დადასტურა და აღნიშნა, რომ საქმის კურსში მერიც იყო.
რას იძიებს სუსი და რა მოხდა “მერცხალში” ვრცლად იხილეთ სტატიაში: “ნენა, ნენა…”: ყალბი ბეჭედი, არარსებულ ააიპ-ში გაცემული ხელფასები და “კანონდარღვევათა ბუკეტი” ოზურგეთში