ამ წუთებში, ოზურგეთის მერიასთან, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის ოლქია განთავსებული, მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად არჩილ თალაკვაძის ოლქის დაბოქლომებას აპირებდნენ. თუმცა, მათ პოლიციამ და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს.