ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე სამსახურიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტიის მერის კონსტანტინე შარაშენიძის ბრძანებით დღეს გათავისუფლდა.
თამარ დუმბაძე ამ ეტაპზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ მისი განთავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
“ერთ წელზე მეტია, რაც მერად მოვიდა კონსტანტინე შარაშენიძე და იმ დღღიდან ცდილობს ჩემს გათავისუფლებას. დღეს სურვილი აისრულა და სამსახურიდან ჩემი განთავისუფლების ბრძანება გასცა“- გვითხრა თამარ დუმბაძე.
გურია ნიუსი“ ამ წუთებში უკავშირდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.