საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს პრესსამსახურმა “გურია ნიუსთან“ დაადასტურა ინფორმაცია , რომ ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 19 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის განყოფილების უფროსი მ. გ. და ინდ.მეწარმე, კერძო ექსპერტი, დ.რ. მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ექსპერტის მიერ ყალბი დაკვნის მიცემის წაქეზებისათვის და ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის მიცემისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25,370-ე მუხლის პირველი ნაწილით და 370-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
“გურია ნიუსი“ ასევე დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურს. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მ.გ.-ძეს ბრალი ედება 333- მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის მიცემა) და 25-370-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით მას შეფარდებული აქვს გირაო 7000 ლარის ოდენობით, საქმეზე გრძელდება არსებითი განხილვა.
დ. რ.-ს წარედგინა ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით. საქმეზე გრძელდება არსებითი განხილვა