ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ოთხი ვეტერანი ცხოვრობს. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რა დახმარებას გაუწევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 9 მაისს ამ ადამიანებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის ეკატერინე მგელაძე ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ოთხივე მათგანი მერიისგან 1000-1000 ლარს მიიღებს. დახმარებას მიიღებენ: შოთა მანჯავიძე _ სოფელი მაკვანეთი; შოთა გოგატაძე _ სოფელი მერია; დიმიტრი სარიშვილი _ დაბა ლაითური; ანასტასია მჟავია _ ქალაქი ოზურგეთი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved