ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგლარ სიორიძე „გურია ნიუსის“ რესპონდენტებს _ სოციალურ დაუცველ ჭიხვარიების და კალანდაძეების ოჯახს სტუმრობდა _ მან ორივე ოჯახში პროდუქტები, ტკბილეული, სხვადასხვა საჭირო ნივთები და ბავშვებისთვის სასკოლო ნივთები მიიტანა.
ბეგლარ სიორიძემ ორივე ოჯახისთვის დახმარების სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც ამ ადამიანების გაუსაძლისი ყოფის შესახებ სტატიები გამოქვეყნდა და რომლებსაც „გურია ნიუსის“ ერთგული მკითხველებიც გამოეხმაურნენ.
სხვადასხვა სახის დახმარებები ჭიხვარიებმა წინა კვირასაც მიიღეს.
დახმარება გაეწია კალანდაძეების ოჯახსაც, სადაც ორი ობოლი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.