ოზურგეთის რაიონული პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
“გურია ნიუსს” მისი გარდაცვალების შესახებ ქარცივაძის მეგობარმა დაუდასტურა.
გარდაცვლილს ჰქონდა თანმხლები დაავადება დიაბეტი.
ფრიდონ ქარცივაძე მკურნალობას ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.