ოზურგეთის მედალფას კლინიკაში 1911 წელს დაბადებულ ქალბატონს, სოფელ ბაღდადის მკვიდრს (ცხემლისხიდის თემი), ჟენია ცეცხლაძეს, ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის ამოკვეთის შემდეგ, როგორც მისი ოჯახის წევრმა გვითხრა, მდგომარეობა სტაბილურია და 108 წლის ქალბატონი თავს კარგად გრძნობს.
“მეექვსე დღეა, რაც ჟენია ცეცხლაძეს ოპერაცია გაუკეთდა (ექიმი ტიტე მგელაძე). თავს ძალიან კარგად გრძნობს. ახლა გაეწერება საავადმყოფოდან“, _ გვითხრა კლინიკა მედალფას დირექტორმა დავით მდინარაძემ.