რამდენიმე საათის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით მდინარაძე გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს „გურია ნიუსთან“ ვერ ასახელებს:
„დღის მეორე ნახევარში საავადმყოფოში შემოიყვანეს პაციენტი სოფელ შემოქმედიდან, რომელიც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ამ წუთებში მიცვალებული საავადმყოფოში ასვენია და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ელოდებიან ექსპერტიზის ჩატარებას”, _ გვითხრა მდინარაძემ.
როგორც მედალფას სამედიცინო ცენტრში ყოფნისას გავარკვიეთ, გარდაცვლილი თემურ ონიანის ოჯახის წევრები გარდაცვლილის ექსპერტიზის ჩატარებისთვის ბათუმში გადასვენებაზე, ჯერჯერობით, უარს ამბობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილმა ფაროსანას საწინააღმდეგო რაღაც სახეობის ფხვნილით შეწამლა სახლის ჭერი, რის შედეგადაც მას დაემართა გულის მწვავე უკმარისობა და ოჯახის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ სამსახურის წარმომადგენლებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მათ არ შეუძლათ კომენტარის გაკეთება.მათი თქმით, ფხვნილის რომელიმე სახეობა ფაროსანას საწინააღმდეგოდ არ არსებობს.