ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილის თქმით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 12 ოქტომბერს განახლდება.
“ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში არ განახლდება დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში და კვლავ დისტანციურ რეჟიმში იქნება“, – გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ორი კვირის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გადავიდა.