დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გასვლით სხდომაზე, რომელიც ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჩატარდა, კურორტ გომის მთისთვის, სახელის „გომის მთა“ მინიჭება განკარგულებით დაამტკიცა.
საკრებულოსვე გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საკრებულო შუამდგომლობას წარუდგენს დასახლების – დაბა გომისმთის შექმნის თაობაზე.
შემდეგ კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ახალი ადმინისტრაციული ერთეული, დაბა გომისმთა, დაემატება.