4 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ განაცხადა, რომ საკრებულოს ახალი პროექტი, „ჩვენით შექმნილი მომავალი“ _ TV მეორეს ახალ სატელევიზიო სეზონთან ერთად იწყება.
TV მეორე, ინტერნეტ ტელევიზია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელმა, ავთუკა ხომერიკმა, ორი წლის წინ შექმნა.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, საავტორო პროგრამა ონლაინ რეჟიმში შედგა.
_მე ვარ ტვ-მეორეს დამფუძნებელი, გადაცემის მთავარი თემა, „თვითმმართველობა განათლებისათვის“, პროექტის ფარგლებში ახალი ინიციატივის, „ჩვენით შექმნილი მომავალია“, რომლის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილესთან, მარიკა ჩხიკვიშვილთან ერთად ვისაუბრებთ, _ თქვა ავთუკა ხომერიკმა.
გადაცემის მსვლელობისას მოხდა პირდაპირი ჩართვა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან და შეკითხვებს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი კილაძემ უპასუხა.
ავთუკა ხომერიკთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის წმიდა ნინოს სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა ნინი ჩხიკვიშვილმა, რომელიც წელს გახდა სტუდენტი _ ასპროცენტიანი გრანტით მოხვდა თავიოსუფალ უნივერსიტეტში.
საკრებულოს დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რომ საკრებულო ახალგაზრდების ხელშეწყობაზე მუშაობს, პროექტის მიზანიც სწორედ ესაა.
_ ავთუკა ხომერიკმა სეზონი გახსნა, პირველი გადაცემა საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გააკეთა და ეს უკვე წარმატებაა. აღსანიშნავია გიო კილაძის უდიდესი როლი ამ საქმეში და იგეგმება კიდევ მრავალი ახალი პროექტი, _ თქვა პროექტის მონაწილე დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა.