საქართველოში კორონავირუსის პირველი გამოვლენის შემდეგ, საკმაო მღელვარებაა საზოგადოებაში.
„გურია ნიუსი“ დილიდანვე არკვევს, თუ რა მდგომარეობაა ოზურგეთის აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ახლა ვესაუბრეთ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორს, დავით მდინარაძეს:
_ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. პირბადეების რაოდენობა საკმარისი გვაქვს მარაგში და ასევე მზადყოფნაშია ორი ბოქსირებული პალატა, _ გვითხრა მან.