ქალაქ ოზურგეთში, “მედალფას“ სამედიცინო ცენტრში 83 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. “გურია ნიუსი“ ამავე ცენტრის დირექტორს დავით მდინარაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, პაციენტს სამედიცინო დახმარება 2 იანვრიდან დაიწყო.
“პაციენტს ჰქონდა ქრონიკული დაავადება, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და უნივერსალური გაცხიმოვნება მეოთხე ხარისხის, მას ჰქონდა გრიპი, პლევნომია და სუნთქვის უკმარისობა“, – გვითხრა დავით მდინარაძემ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალს H1N1, ე.წ. ღორის გრიპი ჰქონდა, მაგრამ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს დავით მდინარაძე.
































































