ამ წუთებში კომენტარი გააკეთა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა. მისი თქმით, 61 უბნის შედეგებით, ბეგლარ სიორიძეს 50.05% ანუ 16 947 ხმა აქვს. შარაშენიძეს – 49.95% ანუ 16 912 ხმა.
მისივე თქმით, დარჩენილია მხოლოდ ერთი უბანი _ ნასაკირალის 59. ეს ის უბანია, რომლის ბათილობასაც “ოცნება“ ითხოვს, რადგან ამომრჩევლებზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და საჩივარიც დაიწერა.
თენიეშვილი განმარტავს, რომ უბანზე საჩივრები ნამდვილად დაიწერა, მაგრამ დეტალებს არ ფლობს.
თენეიშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა წერია ნასაკირალის საუბნო ოქმში, რადგან შარაშენიძემ და მისმა მხარდამჭერებმა მხოლოდ ოქმის ასლი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც არჩევნებს შარაშენიძე 114 ხმით იგებს. თენიეშვილმა მათ განუცხადა, რომ ოქმის შემოსვლას უბნიდან ელოდება.