ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებში მოსეირნე პირუტყვი, ბოლო თვეებია, რაც ქალაქის ყოველდღიურობად იქცა.
მერიის შესაბამისი სამსახურუების მრავალი დაპირების მიუხედავად ამ პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება, რის გამოც მოსახლეობა საყვედურს გამოთქვამს.
ქუჩაში თავისუფლად მოსეირნე პირუტყვი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მძღოლებსაც, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხის დროულად მოგვარებას სთხოვენ.