ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ოზურგეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
პარკი ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარეობს და წლებია, განახლებას საჭიროებს.
როგორც თალაკვაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ამის გარდა თეატრის გვერდით მდებარე პარკის (“სამკუთხა”) სრული რეაბილიტაციაც გახორციელდება:
“ერთი წლის წინ, ჩემი ბიუროს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ამ პროექტს 517 გამოკითხული ოჯახიდან 76% მისცა ხმა. მე მოსახლეობას დავპირდი, რომ რეაბილიტაცია მოხდებოდა და ასეც ხდება _ პირობას ვასრულებთ“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თალაკვაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს:
_ ტენდერი პროექტირებაზე ერთ კვირაში გამოცხადდება, _ აღნიშნა თალაკვაძემ.