_ მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრიდან დაზიანებული საკანალიზაციო მიწისქვეშა სისტემიდან წყალი ჟონავს და მოედანზე გუბეები დგება, ყურადღებას არავინ აქცევს, _ გვეუბნებიან ოზურგეთში, გურიის ქუჩის დასაწყისში, ე.წ. ბირჟაზე არსებულ მდგომარეობაზე, გამვლელ-გამომვლელი თუ სხვადასხვა მაღაზიასა და აფთიაქში მომუშავე ადამიანები.
_თბილისშიც კი დავრეკეთ, თუმცა, უშედეგოდ, _ გვითხრეს მოქალაქეებმა.
„გურია ნიუსი“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის დირექტორს, დავით ცერცვაძეს დაუკავშირდა.
_ ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსში ვარ. გამოძახებული მყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოძებნის დაზიანების ადგილს და უახლოეს მომავალში გავაკეთებთ, _ გვითხრა ცერცვაძემ.