დღეს, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, პირველი და მეორე საკითხის ირგვლივ, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“დაშლას და ახალი სახელწოდების ფრაქციის შექმნას შეეხო, საკრებულოს წევრმა, ეროდი გორდელაძემ ისაუბრა.
_ კომისიამ ამის შესახებ იმსჯელა. ყველაფერი კანონის თანახმად მოხდა. დაიშალა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“ და შეიქმნა ახალი, ფრაქცია: „ქართული ოცნება ძლიერი თვითმმართველობისთვის“. გთხოვთ, ეს ცნობად მიიღოს საკრებულომ, – მიმართა მან საკრებულოს.
აღნიშნული ინფორმაცია საკრებულოს რიგგარეშე სხდომამ ცნობად მიიღო.