ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
„გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, რომ გარდაცვლილებიდან ერთი ბახვის მცხოვრები ქალია, მეორე გარდაცვლილი კი შუახნის მამაკაცია სოფელ ასკანადან.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებული 40 ადამიანია გარდაცვლილი.